- კაზრეთის ოქროს და სპილენძის მომპოვებელი, სახელმწიფო საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა 1975 წელს.
- 2004 წელს საწარმო გაიყიდა 33 000 000$.
- 2012 წელს, საწარმო ყოფილმა მფლობელმა გადაყიდა 120 000 000$.
- საწარმოში მუშაობს 1500 ადამიანი. აქედან 800 მუშა და 700 ადმინისტრაციის თანამშრომელი.
- მუშის მინიმალური ხელფასი -300ლ., მაქსიმალური – 850ლ., სამუშაო დრო 12 საათი.
- ადმინისტრაციის თანამშრომლის მინიმალური ხელფასი – 5000ლ., მაქსიმალური 220 000ლ., სამუშაო დრო 8 საათი.
- 2013 წელს, კომპანიის მოგებამ შეადგინა 161 000 000$. საწარმოდან ყოველკვირეულად, სარეალიზაციოდ გადის 70 კგ ოქრო. კაზრეთიდან ოქროსა და სპილენძის ექსპორტი, ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 8%-ს შეადგენს.
- მუშების გაფიცვა დაიწყო 2014 წლის 14 თებერვალს, საწარმოდან 184 მუშის გათავისუფლების შემდეგ. ერთერთმა გათავისუფლებულმა მუშამ თავი მოიკლა.
- გაფიცულების თავდაპირველი მოთხოვნა იყო, გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ანაზღაურების გაზრდა. ადმინისტრაციამ ამ მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინა.
- დღეს გაფიცულების მოთხოვნაა ადმინისტრაციის გადადგომა.
