სამუშაო შეხვედრა ერევანში / Working Meeting in Yerevan

2012 წლის 9-14 დეკემბერს, ერევანში, პროექტ SPACES-ს ფარგლებში, ჩატარდა მკვლევარების შეხვედრა. მისი მიზანი იყო კვლევითი პროექტის ინიცირება, რომელიც მიმართული იქნება მოლდოვის, უკრაინის, საქართველოს და სომხეთის, საზოგადოებრივი სივრცეების კვლევისკენ. პროექტის ამოცანაა სხვადასხვა კონტექსტში დაგროვილი გამოცდილებით გაამდიდროს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოებრივი სივრცის ტრანსფორმაციის შესახებ ცოდნა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ლევან ასაბაშვილი და მიხეილ სვანიძე.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო სომხური სახელოვნებო პლატფორმა უტოპიანა და მოლდოვადან ასოციაცია ობერლიჰტი. სამუშაო შეხვედრების გარდა ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა დაეთვალიერებინა ერევანი და შეხვედროდა ადგილობრივ აქტიურ ჯგუფებს. მათ შორის, შევხვდით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტს, რომელმაც სხვა ჯგუფებთან ერთად, მაშტოცის პარკის მოძრაობაშიც დიდი როლი ითამაშა.