საბჭოთა მოდერნიზმი 1955-1991 უცნობი ისტორიები / Soviet Modernism 1955-1991 Unknown Stories

2012 წლის 8 ნოემბერს ვენის არქიტექტურის ცენტრში გაიხსნა გამოფენა ”საბჭოთა მოდერნიზმი, 1955 – 1991 უცნობი ისტორიები”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რუსეთის გარდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოდერნისტული არქიტექტურული მემკვიდრეობა. გამოფენის მიზანი იყო გამოევლინა საბჭოთა რეგიონული მოდერნიზმები და მათი მრავალფეროვნება. ასევე მისი მიზანი იყო ხაზი გაესვა ამ პერიოდის მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის აუცილებლობისთვის. საქართველოს მხრიდან საგამოფენო მასალის მოძიებაზე მუშაობდა ურბან რეაქტორი და დოკომომო საქართველო.

გამოფენასთან ერთად, 24-25 ნოემბერს არქიტექტურის ცენტრში გაიმართა ვენის მე-19ე არქიტექტურის კონგრესი, რომელიც იგივე თემას მიეძღვნა. სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მოდერნისტული მემკვიდრეობის შესახებ მოხსენება წაიკითხა ჩვენმა წარმომადგენელმა, ლევან ასაბაშვილმა.

ამ ღონისძიების ფარგლებში გამოიცა პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს გამოფენის მასალებს და კვლევებს. პუბლიკაციაში საქართველოს ნაწილის კონტრიბუტორი ურბან რეაქტორი იყო.

იხილეთ გამოფენის და კონგრესის სურათები: