დისკუსია: ქალაქის მართვა და საბინაო საკითხი / Discussion City Governance and Housing

აბათს, 2 ივნისს, 14:00 საათზე.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის აუდიტორიაში. 
მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. #7 კორპ. 3 

ურბან რეაქტორი განაგრძობს თარგმანების და დისკუსიების სერიას. ამჯერად ვაქვეყნებთ ჯეინ ჯეკობსის წიგნის, ’დიდი ამერიკული ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე’ – ს მე-17 და 21ე თავს: ”საბინაო სუბსიდირება” და ”რაიონების მართვა და დაგეგმარება.”

ჯეინ ჯეკობსი იყო ამერიკელი აქტივისტი და მწერალი. მისი 1961 წელს გამოცემული “ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე” ერთ ერთი პირველი ნაშრომი იყო, რომელმაც განახორციელა გვიანი მოდერნიზმის ორთოდოქსული გეგმარების საფუძვლიანი კრიტიკა.

მიუხედავად მაშინდელთან შედარებით, დღევანდელი ურბანული მდგომარეობის განსხვავებულობისა, ამ თავებში აღწერილი ურბანული პროცესები ჩვენი ურბანული მდგომარეობის უკეთ პრობლემატიზაციის საშუალებას იძლევა. ასე რომ, წაიკითხეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრები მომავალ დისკუსიაზე.

სადისკუსიო თემებს გახსნის არქიტექტორი ირინა საბაშვილი