დისკუსია: ეკონომიკური პროცესები, ქალაქი და მრავალფეროვნება / Discussion: Economic Processes and the City

28 აპრილს, 16:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის 1 კორპუსში. მისამართი: ალექსიძის ქ. #1 კორპ.4

მცირე პაუზის შემდეგ, ურბან რეაქტორი განაგრძობს თარგმანების და დისკუსიების სერიას. ამჯერად ვაქვეყნებთ ჯეინ ჯეკობსის უკვე კლასიკად ქცეული წიგნის, ’დიდი ამერიკული ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე’ – ს მე-13 და მე-16 თავს: ’მრავალფეროვნების თვითგანადგურება’ და ’თანმიმდევრული ფული და კატაკლიზმური ფული’.

ჯეინ ჯეკობსი იყო ამერიკელი აქტივისტი და მწერალი. მისი 1961 წელს გამოცემული ’ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე’ ერთ ერთი პირველი ნაშრომი იყო, რომელმაც განახორციელა გვიანი მოდერნიზმის ორთოდოქსული გეგმარების საფუძვლიანი კრიტიკა. მიუხედავად მაშინდელთან შედარებით, დღევანდელი ურბანული მდგომარეობის განსხვავებულობისა, ის მაინც რჩება პროგრესული ურბანისტების სამაგიდო წიგნად.

ამ თავებში აღწერილი ურბანული პროცესები საკმაოდ კარგად ეხმაურება ქართულ რეალობას და ჩვენი ურბანული მდგომარეობის უკეთ პრობლემატიზაციის საშუალებას იძლევა. ასე რომ, წაიკითხეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრები მომავალ დისკუსიაზე.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის 1 კორპუსი თავისი როის ერთ-ერთი საუკეთესო და ამავე დროს საუკეთესოდ შემონახული შენობაა. დღეს იგი თავის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ის გაიყიდოს და ბიბლიოთეკის კოლექცია სხვადასხვა ადგილას გადანაწილდეს.

ბიბლიოთეკების კვირეულის ბოლო დღეს, ჩვენი იქ მისვლით ასევე გამოვხატავთ თანადგომას ამ დაწესებულებისადმი. ამ დაწესებულებას სჭირდება დახმარება და თანადგომა, იმისათვის, რომ დარჩეს საზოგადოების საკუთრებად!