პოსტმოდერნიზმი და ქალაქი, II განხილვა ურბან რეაქტორის ბიბლიოთეკაში / Postmodernism and the City: 2nd Discussion

28 იანვარს, შაბათს, 17:00 საათზე,

აღმაშენებლის 176, გერმანიის საელჩოსა და მუსკომედიას შორის, მაღაზია ”მონადირე”-ს ქვეშ, სარდაფში 

ურბანრეაქტორი აგრძელებს ტექსტების განხილვის სერიას ურბანული, და ამ თემასთან დაკავშირებული, საკითხების გარშემო.

განხილვების სერიის მიზანია საჯარო საუბრის თემად აქციოს განაშენიანებულ გარემოსთან დაკავშირებული თემები, რომლებიც, ქართულ რეალობაში, ამ საკითხებზე ისედაც იშვიათ საუბრებში, თითქმის არ ხვდება. განსახილველი ტექსტების ავტორია დევიდ ჰარვი.

თუ წინა ტექსტები ნეოლიბერალიზმზე უფრო ფართე წარმოდგენას უქმნიდა მკითხველს, ამჯერად უფრო ძლიერი აქცენტია დასმული მის სივრცით გამოხატულებასა და კულტურულ მნიშვნელობაზე.

ეს ტექსტები ეხმიანება საქართველოში მიმდინარე სოციო-სივრცით პროცესებს.

ტექსტების განხილვისას, მნიშვნელოვან საკითხებზე, აქცენტებს დასვავს ანთროპოლოგი მიხეილ სვანიძე.

განსახილველი ტექსტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგ ბმულებზე:

მოქნილი აკუმულაცია ურბანიზაციით

პოსტმოდერნიზმი ქალაქში