პირველი დისკუსია თარგმანების გარშემო / First discussion around translations

პარასკევს, 2 დეკემბერს ურბან რეაქტორის ბიბლიოთეკა-კაფეში გაიმართა პირველი დისკუსია ჩვენს მიერ თარგმნილი ტექსტების გარშემო. ეს ტექსტებია ცნობილი ანთროპოლოგის და გეოგრაფის ესსე “უფლება ქალაქზე” და ერთ-ერთი სამეცნიერო ჟურნალის გახსნაზე წარმოთქმული მისივე სიტყვა “ნეოლიბერალიზმი და ქალაქი”.

ჩვენი აზრით დისკუსიის ასეთ ფორმატში წარმართვა ხელს უწყობს დაინტერესებული ადამიანების უფრო ღრმად გარკვევას სხვადასხვა საკითხებში. ორი დეკემბრის დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ ლევან აბაშიძე და ნიკა ქობულაძე. მათ სხვადასხვა კუთხით მოკლედ ისაუბრეს ნეოლიბერალიზმის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებზე. ამის შემდეგ ყველას ჰქონდა საშუალება ტექსტებში მოცემული პრობლემატიკა განევრცო საქართველოს კონტექსტში და დაეყენებინა დისკუსიის დღის წესრიგში.

ჩვენს მიერ დაგეგმილი დისკუსიების სერიის მიზანია გავიაზროთ ის პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, რაც განკარგავს დღევანდელ ქართულ ურბანიზაციას. ჩვენი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებს გააზრებული ჰქონდეთ მათი საარსებო გარემოს მნიშვნელობა და მისი მაფორმირმირებელი პროცესები.

განსახილველი ტექსტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულებზე:

უფლება ქალაქზე

ნეოლიბერალიზმი და ქალაქი

დისკუსიის ვიდეო ჩანაწერს, თარგმანებს შემდეგი დისკუსიებისთვის და მომავალი დისკუსიების თემებს ახლო მომავალში გამოვაქვეყნებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s